საქართველოს მეწარმეთა კავშირი -,,დამზადებულია საქართველოში" დაარსდა 2018 წლის ივლისში. მასში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების;სასურსათო პროდუქტების;ხელნაკეთი აქსესუარების და სხვა საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მყოფი პროდუქციის მწარმოებელი მცირე და საშუალო მეწარმე. კავშირის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და პოპულარიზაციას.