პირველი სერიის მასპინძელი და მხარდამჭერი მთაწმინდის პარკი სადაც, კვირას, 16 ივნისს, 12:00-დან 19:00 საათამდე, პარკის მთავარ მოედანზე გაიმართა სასაკვები პროდუქტების;ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების;ტკბილეულის; ხელნაკეთი აქსესუარების და სხვა საქართველოში დამზადებული სხვადასხვა სახის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალი მუსიკალურად გააფორმა ხრიდოლის ფედერაციასთან არსებული ხალხური სიმღერების ანსამბლმა ,,იბერია"
,,მილიანო" არის ხარისხის ნიშნის მფლობელი! ეს ნიშნავს იმას, რომ ყველი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ არის ქართული და ხარისხიანი. ჩვენთვის მთავარია გემო და ტრადიცია, ჩვენი ყველი არის უსაფრთხო და უვნებელი. ,,მილიანოს" პროდუქცია წარმოდგენილია იფქლის,ლიდერფუდისა და ეკონომიქსის სავაჭრო ქსელებში. ენდეთ ხარისხის ნიშანს მირთვით მილიანოს ყველი.
8 და 9 თებერვალს მეწარმეთა კავშირი 11 წლის გიორგის გარშემო გაერთიანდა, რომელიც საკუთარი ხელით ამზადებს ლოლიპოპის კამფეტებს და თაბაშირის სუვენირებს. ის ქალაქ გორში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებთან ერთად და მისი ყველაზე დიდი ოცნებაა საკუთარი სახლი
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლასა და მეწარმეთა კავშირის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაზე განთავსდა საერთო სტენდი, საქველმოქმედო აქციაში მონაწილე მეწარმეთა დამზადებული პროდუქციით, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა გიორგის, სახლის შესაძენი თანხის შესაგროვებლად.
პროექტის ,,დამზადებულია საქართველოში" მხარდაჭერის ფარგლებში მეწარმეთა კავშირმა დავითური თაფლის ბრენდირება და აჭარის მაღალმთიან სოფელში მოღვაწე მეფუტკრე ლევან ცინარიძეს საჩუქრად გადასცა ეტიკეტები და ქილები, მისივე წარმოებული ნატურალური თაფლის დასაფასოებლად.



No comments:
Post a Comment